ისტორიული ძეგლები

იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი
                                                                                                                                                               
იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი გორიდან 12 კმ-ის დაშორებით, ჩრდილოეთით,  მდ.ლიახვის მარჯვენა სანაპიროზე სოფელ ვარიანში მდებარეობს.
ქართველი პედაგოგი, მწერალი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე იაკობ გოგებაშვილი 1840 წელს დაიბადა. მან, როგორც ქართული საბავშვო ლიტერატურის ფუძემდებელმა, შეადგინა ქართული წერა-კითხვის შემსწავლელი მთავარი სახელმძღვანელოები დედა ენა და ბუნების კარი. ასევე საყმაწვილო მოთხრობათა და ლექსთა კრებული. საინტერესოა მუზეუმის ექსპონატების დათვალიერება და მწერლის პირადი ნივთების ნახვა.   აქ ყოველ წელს სახალხო დღესასწაული ,,იაკობობა" იმართება საზოგადო მოღვაწის პატივსაცემად.



                                                                         უფლისციხე


 უფლისციხე კლდეში ნაკვეთი ანტიკური ხანის ქალაქია, რომელიც გორიდან  აღმოსავლეთით 10 კილომეტრზეა დაშორებული და მდ.მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს. აქ არის როგორც რელიგიური, ასევე საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობები. უფლისციხე ადგილობრივი ტომის ბელადის უფლის სადარის რეზიდენციას  წარმოადგენდა.ასე იმიტომ უწოდებდნენ, რომ ტომის ბელადს დიდი ძალაუფლება ქონდა. სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს. უფლის სადარის ციხე, ანუ უფლისციხე. ლეგენდის მიხედვით იგი მონების მიერაა აგებულიმონას აძლევდნენ წერაქვს, რომლის ერთი მხარე რკინისა იყო ხოლო მეორე ნაწილი კო ოქროსი. მონას მუშაობაში ლითონი ისე უნდა გაეცვითა, რომ ოქრომდე დასულიყო. საჩუქრად კი თავისუფლებასა და ოქროს აძლევდნენ. ეს ლეგენდაა, ამდენ ოქროს არავინ არ მისცემდა მონას, მაგრამ ცხადია, ქვეყანა მოიპოვებდა ოქროს, ლეგენდის მიხედვით. მას მერე , რაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, უფლისციხეში დაქვეითდა საქალაქო ცხოვრება, მაგრამ ის, მაინც რჩებოდა უძლიერეს ციხე- სიმაგრედ.
უფლისციხე დაკავშირებული იყო აბრეშუმის გზასთან, რომელიც აქ გადიოდა. აქ ნაქალაქარის მთელ სიგრძეზე დღესაც ეტყობა ბორბლიანი ტრანსპორტის კვალი. აქ კვერნაქის ქედიდან გამოყვანილი იყო წყალსადენი. ციხე კი წყალს იღებდა მტკვრიდან გვირაბის მეშვეობით.ძველად აქ  700-მდე გამოქვაბული ყოფილა, დღეისათვის კი მათი რიცხვი 150-მდეა.უფლისციხეში არის თამარის დარბაზიც, რომელიც მეფის საპატივცემულოდ უწოდებიათ, თუმც, აქ თამარს არასოდეს უცხოვრია. უფლისციხეში არის წმინდა გიორგის სახელობის სამნავიანი ბაზილიკა.



                                                                 ატენის სიონი

 ატენის სიონი მდებარეობს გორიდან 12 კილომეტრზე, ატენის ხეობაში მდინარე ტანას მარცხენა სანაპიროზე, ფრიალო კლდის კიდეზე.იგი ჯვარ- გუმბათოვანი ტაძარია და განეკუთვნება VII  საუკუნის I ნახევარს. ცენტრალურ გუმბათოვანი ნაგებობა აღუმართავთ ქართლის ერისმთავრებს ნერსესა და მის ძეს სტეფანოზ მამფალს. ტაძარი სრულად იმეორებს მცხეთის ჯვრის არქიტექტურას. ტაძრის ტერიტორიაზე ჩატარებული  არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოიკვეთა თავდაპირველი ბაზილიკის ნაშთი. როგორც ირკვევა, აქ სიონის ადგილას მდგარა მეხუთე საუკუნეში ბაზილიკური ტიპის ეკლესია. საინტერესოა ატენის სიონის მრავალრიცხოვანი წარწერები. ბევრი მათგანი მნიშვნელოვან ისტორიულ ცნობას შეიცავს. ტაძარი რამდენჯერმეა შეკეთებული. მათგან ყველაზე საფუძვლიანი X საუკუნის  II ნახევრით თარიღდება. სწორედ, ამ დროსაა შესრულებული რელიეფების უმეტესობაც.
ტაძრის ინტერიერი მთლიანად მოიხატა XI საუკუნის  II ნახევარში. წერის მანერისა და ტექნიკური ხერხების მიხედვით რამდენიმე მხატვრის ხელი გამოირჩევა.

ტძარს შესასვლელები სამხრეთით და ჩრდილოეთით აქვს. იგი ღვთისმშობლის სახელობისაა.

                                             ყინწვისის მონასტერი
                                                                                             
    ყინწვისის მონასტერი მდებარეობს ქარელის რაიონშისოფელ  ყინწვისიდან რამდენიმე კილომეტრში, მდ.ძამას ხეობის ერთ-ერთ მაღლობზე.  იგი  დაარსებულია  XII-XIII საუკუნეების  მიჯნაზე  სამეფო კარის ბრძანებით. კომპლექსი შედგება რამდენიმე ნაგებობისგან. მთავარ ნაგებობას წარმოადგენს წმ.ნიკოლოზის სახელობის ცენტრალურგუმბათოვანი ტაძარი, რომელიც XII-XIII საუკუნეების მიჯნით თარიღდება
         ყინწვისის მხატვრობა უნიკალურია. XIII საუკუნის დასაწყისში თამარ მეფის პირველი ვეზირის მწიგნობართ-ჭყონდიდელ  ანტონ  გლონისთავისძის დაკვეთით მოიხატა  წმინდა ნიკოლოზის ტაძარი. ტაძრის შესასვლელის მოპირდაპირე მხარეს გამოსახულნი არიან ისტორიული პირნი  ჩრდილოეთითგიორგი III, თამარი  და  ლაშა-გიორგი, სამხრეთით  ანტონ  გლონისთავისძე ეკლესიის მოდელით   ხელში.  ტაძრის მოხატულობაში წარმოდგენილია სხვადასხვა წმინდანთა გამოსახულებები. დასავლეთ კედელზე გამოსახულია წმ.ნიკოლოზის ცხოვრების სცენები, აქვეა იოანე ზედაზნელისა და დავით გარეჯელის გამოსახულებები
         XIV -ში  ეკლესიას  სამხრეთისა  და  ჩრდილოეთის კარიბჭეები  მიაშენეს.  XV საუკუნის II ნახევარში  ცნობილმა  ქართველმა მოღვაწემ    ზაზა    ციციშვილ-ფანასკერტელმა    მონასტერში    მცირე აღმშენებლობითი  სამუშაოები ჩაატარა. მისი ფრესკა ჩრდილოეთი კედლის აღმოსავლეთ  მონაკვეთშია  წარმოდგენილი.  
    ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, რომელიც წმ.ნიკოლოზის ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს, დარბაზული ნაგებობაა და ასევე XII-XIII საუკუნეების მიჯნით თარიღდება. იგი დგას მდ. ძამის ნაპირთან, ფერდობზე. ეკლესიის ძირითადი ნაწილი მთლიანად დანგრეულია, შემორჩენილია მხოლოდ საკურთხევლის ნაწილი და კედლების ნაშთი. დაზიანებული სახითაა შემორჩენილი აქ არსებული მოხატულობაც, რომელიც გვარწმუნებს, რომ ამ ტაძრის მხატვრობა მართლაც ულამაზესი იყო, აქ წარმოდგენილია ფერთა ფართო სპექტრი, სადაც ჭარბობს ღია მწვანე, ოქროსფერი, მოწითალო-მოყავისფრო და ლაჟვარდოვანი ცისფერი. ფრესკების დიდი ნაწილი გადარეცხილია. საკურთხეველში მთავარ ფრესკას წარმოადგენს ღვთისმშობელი ყრმით და ორი მთავარანგელოზით.
         გვიან  ფეოდალურ  ხანაში (XVI-XVIII.-ში)  აშენდა  წმინდა  გიორგის  სახელობის მცირე დარბაზული ტიპის ეკლესია, რომელიც წმ.ნიკოლოზის ტაძრის დასავლეთ კედელთან დგას..
         სამონასტრო  ცხოვრება  ამ  ტაძარში  ავტოკეფალიის  დაკარგვამდე მიმდინარეობდა.   1939 - 1940  ..-ში   შეაკეთეს   ტაძრის    დასავლეთი, ჩრდილოეთი  და  სამხრეთ  კედლები.  1964 – 1966 ..-ში  გაიწმინდა და გამაგრდა ფრესკები.
         1997 წლის  მაისში ურბნისის და რუისის მიტროპოლიტ იობის ლოცვა-კურთხევით  ამოქმედდა  დედათა  მონასტერი, რომელიც 2001 წელს მამათა მონასტრად  გადაკეთდა.  2001 წელს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა დაასრულა   წმ. ნიკოლოზის   სახელობის   ტაძრის    კონსერვაცია   და გადაუდებელი სამუშაოები
         კომპლექსში ასევე შედის გალავნის ნაშთი და მასში ჩაშენებული კოშკი-სმრეკლოს ორი სართული.
    ყინწვისის  სამონასტრო კომპლექსი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს.

                                                              სამწევრისი


სოფელი სამწევრისი მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ქარელიდან 5 კმ მანძილზე მდებარეობს. მის სიძველეს ადასტურებს სოფელში მდგარი წმინდა ჯვრის ეკლესია, რომელიც VII საუკუნის I ნახევრით თარიღდება. X საუკუნეში იგი მთელ შიდა ქართლთან ერთად ეპყრა აფხაზთა მეფე კონსტანტინეს, რაზედაც მოგვითხრობს ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე ამოკვეთილი ასომთავრული წარწერა. ეს სოფელი ეკუთვნოდა ციციშვილებს. აქვე ყოფილა მათი პირველი რეზიდენცია, საკმაოდ დიდი ციხე-სიმაგრე, რომელიც იცავდა მთელს ძამის ხეობას. ციციშვილების ციხე-დარბაზის აღნიშნული კომპლექსი აგებულია ფეოდალურ ხანაში, მის შემადგენლობაში შედის დიდი კოშკი, გალავანი, ეკლესია, აგრეთვე სახლისა და სხვა ნაგებობების ფრაგმენტები. ჯვრის მონასტერში ამჟამად მამათა, ხოლო ციხე-დარბაზში დედათა მონასტერია


                                                               კვირაცხოვლობის ეკლესია
                                                                              
კვირაცხოვლობის ეკლესია  მდებარეობს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის გვერდით შემაღლებულ ბორცვზე, იმ ადგილას სადაც უწინ ტაძარი ყოფილა.
ტაძარში ერთ-ერთ კუთხეში ქვაზე ამოკვეთილია შემდეგი სტრიქონები: `,,ტაძარი ეს კვირაცხოვლისა აშენდა სადიდებლად ღვთისა, უფალო  შეიწირე შრომა და ღვაწლი ქტიტორთა-ვალერი გელაშვილისა და ბეითან ნოზაძისა და შეუნდე ხუროთმოძღვარსა არჩილ მინდიაშვილსა. ქრისტე შობიდან 1998 წელი”

No comments:

Post a Comment