პროექტის გეგმა

პრობლემის აღწერა:
·        მოსწავლეები უშუალოდ არ იცნობენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, რომლის შესახებაც გარკვეულ თეორიულ ცოდნას ფლობენ.
·        ინანსური სიდუხჭირიდან გამომდინარე არ აქვთ შესაძლებლობა ხშირად მოაწყონ გასვლითი ღონისძიებები.
·        აუცილებელია,მოსწავლეებმა განიმტკიცონ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი და აიმაღლონ დამოუკიდებლად მუშაობის უნარ- ჩვევები.
პროექტის მიზანი:
მოსწავლეები მოიძიებენ დამოუკიდებლად ინფორმაციას, მოინახულებენ შიდა ქართლის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს და ერთმანეთს შეადარებენ თეორიული და ემპირიული გზით მიღებულ ცოდნას.
პროექტის მონაწილენი: I-VIII კლასის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები.
პროექტის აქტივობები/დრო:
მოსწავლეები დამოუკიდებლად მოიძიებენ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ, გამოიყენებენ ინტერნეტსა და ლიტერატურას./ მაისის  დასაწყისი /
მოგვარდება ექსკურსიის საორგანიზაციო მხარე, მოძიებული იქნება ფინანსები./მაისის დასაწყისი/.
მოსწავლეები მოინახულებენ შიდა ქართლის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს./მაისის მეორე ნახევარი/.
მოხდება პროექტის შეჯამება/მაისის მეორე ნახევარი/.
პროექტის ვადები/საერთო ხანგრძლივობა: 4 კვირა.
კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:
აზ. მეც.V-VI. 2.  მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს და შექმნას ინფორმაციის გადმოცემის სხვადასხვა  საშუალება (ცხრილი, გრაფიკი, ფოტო, სქემა, ჩანახატი).
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • ადარებს სხვადასხვა საშუალებით გადმოცემულ ინფორმაციას რაიმე ნიშნით .
  • ახდენს სხვადასხვა საშუალებებიდან მოპოვებული ინფორმაციის კლასიფიცირებას;
აზ.მეც.V-VI.22.  მოსწავლეს შეუძლია აღწეროს საქართველოს მოსახლეობის კულტურათა მსგავსება-განსხვავებების გამოვლინებები და განიხილოს შესაბამისი მიზეზები.
·     აღწერს თავის მშობლიურ კუთხეში მდებარე ხუროთმოძღვრულ ძეგლს (ძეგლებს);
ისტ.VII.10.  მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა კულტურის შემადგენელ ნაწილებზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      ჩამოთვლის ცივილიზაციის ძირითად მახასიათებლებს;
·      სახელმძღვანელოში არსებული და დამატებით მოძიებული მასალის საშუალებით ადარებს არქიტექტურის, მხატვრობისა და ლიტერატურის უმთავრეს ნიმუშებს;
ისტ.VIII.16.  მოსწავლეს შეუძლია  აღწეროს მსოფლიო კულტურის შედევრები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·        ჩამოთვლის მსოფლიო არქიტექტურის ღირსშესანიშნავ ძეგლებს. აჯგუფებს მათ ისტორიული ეპოქების მიხედვით. მსჯელობს მათი შექმნის ისტორიაზე;
მოსალოდნელი შედეგები:
·        მოსწავლეები გაეცნობიან შიდა ქართლის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს.
·        პრაქტიკაში გამოიყენებენ თეორიულად მიღებულ ცოდნას.
·        განამტკიცებენ ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების უნარ- ჩვევებს
·        ისწავლიან დამოუკიდებლად უშაობას.
პროექტის ხელმძღვანელი: ლაშის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი ეთერ ლომსაძე
პროექტის ხელმძღვანლის საკონტაქტო მონაცემები: eterilomsadze@gmail.com
                                                                                                   T- 577348152


No comments:

Post a Comment