გიორგი ქველიაშვილი (VII კლასის მოსწავლე)
ჩემთვის საინტერესო იყო პროექტში მონაწილეობა. როდესაც ამ პროექტის შესახებ მასწავლებელმა გვაცნობა, მაშინვე გამოვთქვი სურვილი მასში აქტიური მონაწილეობისა. მიყვარს კომპიუტერში ინფორმაციის მოძიება. მასწავლებელმა მთხოვა მომეძიებინა უფლისციხის შესახებ ცნობები და ექსკურსიამძღოლობა გამეწია ჩემი მეგობრებისათვის, რაც სიხარულით გავაკეთე კიდეც. მიმაჩნია, რომ ამით მასწავლებელმა დიდი ნდობა გამომიცხადა. ბევრი რამ გავიგე, მაგრამ თვალით დანახულმა მოლოდინს გადააჭარბა.
ნიკა ძიძიგური ( VI კლასის მოსაწავლე)
მიხარია, რომ მივიღე პროექტში მონაწილეობა. მიყვარს ისტორიული ადგილების მონახულება, რადგან საკუთარი ისტორიის ცოდნა აუცილებელია, ყველა ქართველს უნდა ქონდეს საქართველოს ყველა კუთხე ნანახი. მე მოვიძიე წინასწარ ინფორმაცია ატენის სიონის შესახებ და გავაცანი ჩემ მეგობრებს. პროექტმა გაზარდა ჩემი ინტერესი ისტორიის საგნისადმი. ბევრი საინტერესო ადგილი ვნახე.
ანა კვინიკაძე (VIII კლასის მოსწავლე)
კარგი იყო პროექტში მონაწილეობა. კიდევ ვისურვებდი სასწავლო წლის დასაწყისშივე მსგავს პროექტებს. წელს ძალიან ბევრი ახალი და საინტერესო ადგილი ვნახეთ. ამ ადგილების და ისტორიული ძეგლების შესახებ კი მქონდა თეორიული ცოდნა,მაგრამ თვალით ნანახი მაინც სხვაა, გავიმდიდრე თვალსაწიერი.მომეწონა ექსკურსიამძღოლობა, ყინწვისის და სამწევრისის შესახებ ბევრი საინტერესო ინფორმაცია მოვიძიე.
გიორგი ბუაჩიძე , IV კლასი
მომეწონა შიდა ქართლი, მინდა უფრო მეტი შევიტყო საქართველოს კუთხეების შესახებ. მე მოვიძიე იაკობის შესახებ ინფორმაცია და გავაცანი ბავშვებს. ვისურვებდი მსგავსი ექსკურსიები ხშირად გვქონოდეს.უფრო ხალისით ვისწავლი. მიყვარს კომპიუტერთან მუშაობა. ძალიან მომეწონა ტესტები ხალისით ვაკეთე.

No comments:
Post a Comment